ფეხბურთი

21:03 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ სტუმრად „ბლექბერნი“ დაამარცხა

ინგლისური ჩემპიონშიფის 23-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაზის „უოტფორდი“ „ბლექბერნს“ ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. ორივე გოლი ოთხი წუთის ინტერვალში (83, 87 წთ) უოტფორდელთა დანიელმა, მილეტა რაიოვიჩმა გაიტანა. მასპიძელთაგან კი თავი ადრეული გოლით (მე-3 წთ) თავი ადამ უარტონმა გამოიჩინა.

ჩაკვეტაძე მინდორზე 72-ე წუთზე შევიდა ჯეიკ ლივერმორის ნაცვლად. ამ დროს ანგარიში ჯერ 1:0 გახლდათ მასპინძელთა სასარგებლოდ.

23 მატჩის შემდეგ 34 ქულით „უოტფორდი“ გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.

0.115101