რაგბი

12:20 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ ლობჟანიძე შესაძლოა "ტულონში" გადავიდეს

საქართველოს ნაკრების მორაგბე ვასილ ლობჟანიძე შესაძლოა „ტულონში“ გადავიდეს. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

„ტულონის“ მეცხრე ნომერმა ბაპტისტ სერინმა ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდის სამწვრთნელო შტაბს მისი შეცვლა და ახალი 9 ნომრის პოვნა სურს. ფრანგული კლუბის ინტერესის სფეროში „ბრივის“ ქართველი მორაგბე მოხვდა.

ლობჟანიძეს ტოპ 14-ში თამაშის გამოცდილებაც აქვს, რაც „ტულონისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილ მორაგბეს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ ვასილ ლობჟანიძე „ბრივის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს, ხოლო საქართველოს ნაკრებში 87 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.115168