ფეხბურთი

21:20 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ ქულებით გაუთანაბრდა

ინგლისური პრემიერლიგის მე-12 ტურის შაბათის სათამაშო დღეს, ოთხი მატჩი გაიმართა, ერთიც მოგვიანებით ჩატარდება.

„ტოტენჰემმა“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო და საჩემპიონო ამბიცია ეჭვქვეშ დააყენა. ჩრდილოლონდონელები 91-ე წუთამდე 0:1 უგებდნენ „ვულვერჰემპტონს“ სტუმრად, მაგრამ მოახერხეს და დამატებულ წუთებში ორი ბურთი გაუშვეს. საბოლოოდ - 1:2.

„არსენალმა“ „ბარნლი“ 3:1 დაამარცხა. თუმცა რთული თამაში გამოუვიდა. 54-ე წუთისთვის ანგარიში 1:1 გახლდათ, თუმცა ოსტატობამ მაინც თავისი გაიტანა და „მეთოფეებმა“ 3:1 გაიმარჯვეს. ვილიამ სალიბამ და ოლექსანდრ ზინჩენკომ სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს.

მიკელ არტეტსას გუნდი ქულებით ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ გაუთანაბრდა (27-27) და მეორე ადფილზე დგას. თუმცა კვირას „ქალაქელებს“ „ჩელსისთან“ უწევთ გაჯიბრება.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-12 ტური. 11 ნოემბერი: ვულვერჰემპტონი - ტოტენჰემი 2:1, არსენალი - ბარნლი 3:1, მანჩესტერ იუნაიტედი - ლუთონი 1:0, კრისტალ პალასი - ევერტონი 2:3, ბორნმუთი - ნიუკასლი მოგვიანებით გაიმართება

0.128251