ფეხბურთი

1:52 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოლი 96-ე წუთზე და „იუვენტუსი“ სერია A-ს ლიდერია

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის დრამატული მატჩი, რომელშიც „იუვენტუსი“ და „ვერონა“ შეხვდნენ, ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

ბიანკონერებმა ორჯერ შეძლეს გოლის გატანა, ორივეჯერ თავდამსხმელი მოიზე კინი გამოირჩა. მაგრამ მსაჯმა ორივე გააუქმა: ერთი თამაშგარეს, მეორე ჯარიმის გამო.

„იუვენტუსს“ შემდეგაც ბევრჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ფორტუნა არ სწყალობდა. თუმცა 96-ე წუთზე ტურინელებმა მაინც გაიხარეს - ნახევარმცველმა ანდრეა კამბიასომ შეაგდო და თავისი გუნდი გაალიდერა.

გაალიდერა მინიმუმ კვირა საღამომდე. 29 ოქტომბერს ლიდერები თამაშობენ: „ინტერი“ „რომას“ მასპინძლობს, „ნაპოლი“ – „მილანს.“

0.102709