ფეხბურთი

23:15 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გურამ გიორბელიძე სერბეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე სერბულ „ვოივოდინაში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. მან „ვოივოდინასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„გამიხარდა, როცა „ვოივოდინამ“ მომიწვია, რადგან ვიცი, რომ სერბეთის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. როცა შეთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრა, მოუთმენლად ველოდები ახალი გამოცდილების მიღებას. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ახალი კლუბისთვის და იმ გულშემატკივრებისთვის, რომელთა შესახებაც ბევრი კარგი მსმენია. სერბეთში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი სერბი მეგობარი მყავს და მხოლოდ საუკეთესო მსმენია. მოუთმენლად ველოდები ჩემს კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებას“, - თქვა გიორბელიძემ.

გურამ გიორბელიძემ „დინამო ბათუმში“ მიმდინარე წლის დასაწყისიდან 16 მატჩი ჩაატარა. მანამდე ის „ზაგლებიეს“, დრეზდენის „დინამოს“, „ვოლფსბერგერის“, „დილას“ და „სიონის“ ღირსებას იცავდა.

გიორბელიძე 2021 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია, რომლის შემადგენლობაში დღემდე 11 შეხვედრა ჩაატარა. "ვოივოდინა" სერბეთის ჩემპიონატში ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, კლუბი კონფერენს ლიგაზე თამაშობდა, სადაც ნიქოზიის "აპოელთან" ორივე შეხვედრაში დამარცხდა (1:2, 1:2).

0.116301