ვარლამ ლიპარტელიანი ულანბატორის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველმა გადამწყვეტი შეხვედრა მტკივანი ფეხით იჭიდავა და გამარჯვება გაუჭირდა.
100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამმა ფინალამდე გერმანელი კილიან კაპელმეიერი, პორტუგალია ჟორჟე ფონსეკა და იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა, ფინალში კი მასპინძელთა წარმომადგენელ, მონღოლ გონჩიგსურენ ბახტუიაგს შეხვდა, რომელთანაც დამატებით დროში ოქროს ქულით წააგო.
დღეს, ამავე წონაში ონისე სანებლიძემ ასპარეზობა ყაზახ ნურლიხან შარხანანთან და გერმანელ გეორგ უდსილაურს აჯობა, მაგრამ მერე არმან ადამიანთან განიცადა მარცხი, რეპეშაჟში პოლონელ პიოტრ კუჩერასთან წააგო და უმედლოდ დარჩა.
საბა ინანეიშვლმა +100 კგ წონით კატეგორიაში გერმანელი ერიკ აბრამოვი და იაპონელი ჰიოგა ოტა დაამარცხა, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ილია კოკაურთან დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟში ყაზახ ადილ ორაზბაიევთან წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა ულანბატორის გრანდ სლემზე სწორედ ამ სამი ძიუდოისტით იასპარეზა და გამოსვლა 1 მედლით დაასრულა.