საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზახეთის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა. ბრინჯაოს მედლისთვის საბა ინანეიშვილი და გურამ თუშიშვილი იბრძოდნენ, მაგრამ ორივემ მარცხი განიცადა.
+100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა მაგომედომარ მაგოდემაროვი, პოლონელი კასპერ შუროვსკი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ გალიმჟან კრიბაის გაეჯიბრა, მაგრამ წააგო და მედალი ვერ მოიპოვა.
ამავე წონაში იგივე გზა გაიარა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც შაკარმამად მირმამადოვის და გალიმჟან კრიბაის ძლევის მერე ნახევარფინალში ტამერლან ბაშაევთან წააო და ბრინჯაოსთვის ვალერი ენდოვიცკის შეხვდა და მარცხი განიცადა.
90 კგ წონით კატეგორიაში ბაქარ ერაშვილმა იაიან ბაიგაზი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა. ამავე წონაში ვლადიმერ ახალკაცმა პირველივე შეხვედრაში განიცადა მარცხი ბელგიელ სამი ჩოუჩისთან.
100 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩნენ ბექა ღვინიაშვილი და გიორგი ბერიაშვილი. ბექამ პირველ წრეში წააგო ნიაზ ბილალოვთან, ხოლო ბერიაშვილმა სამხრეთკორეელ იუნ კიმ ჯუს აჯობა, მაგრამ იტალიელ ჯენარო პირელისთან წააგო.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ყაზახეთში გადახალისებული შემადგენლობით წარსდგა, გრანდ სლემი მედლის გარეშე დაასრულა.