ყაზახეთის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 6 ქართველი გავიდა, საიდანაც 2 ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს - გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი.
+100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა მაგომედომარ მაგოდემაროვი, პოლონელი კასპერ შუროვსკი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ გალიმჟან კრიბაის გაეჯიბრება.
ამავე წონაში გურამ თუშიშვილმა შაკარმამად მირმამადოვის და გალიმჟან კრიბაის ძლევის მერე ნახევარფინალში ტამერლან ბაშაევთან წააო და ბრინჯაოსთვის ვალერი ენდოვიცკის შეხვდება.
90 კგ წონით კატეგორიაში ბაქარ ერაშვილმა იაიან ბაიგაზი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა. ამავე წონაში ვლდიმერ ახალკაცმა პირველივე შეხვედრაში განიცადა მარცხი ბელგიელ სამი ჩოუჩისთან.
100 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩნენ ბექა ღვინიაშვილი და გიორგი ბერიაშვილი. ბექამ პირველ წრეში წააგო ნიაზ ბილალოვთან, ხოლო ბერიაშვილმა სამხრეთკორეელ იუნ კიმ ჯუს აჯობა, მაგრამ იტალიელ ჯენარო პირელისთან წააგო.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.