საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მოგეხსენებათ, მანამდე დადასტურდა, რომ 21-წლამდე ევროფორუმზე გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებდნენ. სამაგიეროდ, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან, სიაში არიან ლუკა გაგნიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვიც, რომლებიც მანამდე ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი)
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი)
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი)
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი წიტაიშვილი (ლეხი, პოლონეთი)
გაფართოებული სიის სამი წევრი გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად მოემზადებიან და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარონ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელიც ტურნირის დებიუტანტია, ჯგუფში პორტუგალიას (21 ივნისი), ბელგიას (24 ივნისი) და ნიდერლანდებს (27 ივნისი) დაუპირისპირდება.
საქართველოდან ჩემპიონატს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ.