ფეხბურთი

17:40 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე არ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ გიორგი მიქაუტაძემაც დაადასტურა, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე არ ითამაშებს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც იგივეა, დატვირთული სეზონი.

„ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს.

მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელივანია. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება. წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ“, - დაწერა მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ პირველი ტურის მატჩს ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელები ყველა შემთხვევაში გამოტოვებენ, რადგან 20 ივნისს ეროვნული ნაკრები შოტლანდიას ხვდება, ხოლო 21-წლამდელებს პორტუგალიელებთან თამაში 21 ივნისს ელოდებათ.

0.115673