ფეხბურთი

16:33 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძემ "ნიუკასლ ჯეტსი" დატოვა

„ნიუკასლ ჯეტსი“ ბექა მიქელთაძემ დატოვა. კონტრაქტი ამოიწურა, რომლის განახლება მხარეებს არ ისურვეს.

„მადლობა ყველას და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. წარმატებები“, - დაწერა 25 წლის ქართველმა სოციალურ ქსელში.

ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეტში“ 2021 წლიდან თამაშობდა და ორ სეზონში 50 მატჩში 19 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში მას „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, „რუსთავში“, „ანორთოსისში“, „რუბინში“, „როტორსა“ და „ქსანთიში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117621