საფრანგეთის ლიგა ლიგა 2-ის 36-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ლიგა 1-ში გადასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა. თუმცა, კარგი ისაა, რომ გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა „გენგამთან“ საგარეო მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, როცა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში სტუმრებმა გაუშვეს და თამაში 1:1 დასრულდა.
მიქაუტაძეს ლიგა 2-ის 35 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში უახლოეს მდევარ, „კაენის“ ფეხბურთელ ალექსანდრ მენდის 5 გოლით უსწრებს.
„მეცს“ 66 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ კი 3 ქულით ჩამორჩება. წინ მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, შესაბამისად, დიდი შანსია ლიგა 1-ში ჟირონდელები გადავიდნენ. „მეცი“ მომდევნო ტურში 26 მაისს, „სოშოს“ ესტუმრება. აქვე გეტყვით, რომ დღეს "ბორდომ" მოიგო, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაცოო, ამ გაქანებული თვითიზოლაციის ხანაში ყველა ინტერნეტსაა მიმწყდარი და აქ რატომ აღარავინ შემოდის ? დისტანცია ერთმანეთთან უნდა დავიცვათ, ვორლდპორტ.ჯი-სთან კი არა
კომენტარებს არ წერს ხალხი უბრალოდ