ფეხბურთი

18:30 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის გოლი და საგოლე პასი ლიგა 2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ „ლავალი“ 3:0 დაამარცხა, რაშიც ზურიკო დავითაშვილმა წვლილი გოლით და საგოლე პასით შეიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა 32-ე წუთზე საჯარიმოში ბრწყინვალედ ითამაშა, მცველი ეფექტურად მოატყუა და მეკარეს შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაუტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. ტაიმის მიწურულს ჟირონდელებს სხვაობის გაზრდა ორჯერ შეეძლოთ, მაგრამ 3-წუთიან ინტერვალში ჯოშ მაჯამ ორი პენალტი ვერ გაიტანა, ჯერ მეკარემ აუღო, მერე კარს ააცილა.

49-ე წუთზე ზურიკომ გოლს საგოლე პასი დაუმატა. მან საჯარიმო ჩააწოდა და ნორვეგიელმა მცველმა სტიან გრეგერსენმა სხვაობამდე სამამდე გაზარდა. მატჩიც ასე დასრულდა.

დავითაშვილი 86-ე წუთზე შეცვალეს. მას ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა, ხოლო საფრანგეთის თასზე ორ თამაშში 1 გოლი მიითვალა.

„ბორდომ“ 69 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი შეინარჩუნა, სეზონის ბოლომდე კი მხოლოდ ორი ტური რჩება. დავიდ გიონის გუნდი მომდევნო ტურში 26 მაისს, სტუმრად „ანესის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099625