ფეხბურთი

12:04 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუნტოლის "იუვენტუსში" სპალეტის წაყვანა სურს, "ნაპოლიში" სავარაუდოდ მწვრთნელი შეიცვლება

„ნაპოლიდან“ ლუჩანო სპალეტის წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედია იტყობინება, რომ 64 წლის სპეციალისტმა კონტრაქტის 2025 წლამდე განახლებასა და 3.5 მილიონი ევროს ხელფასზე უარი თქვა.

აურელიო დე ლაურენტისის გუშინდელი განცხადებაც თითქოს მინიშნება იყო, რომ ის სპალეტის ხელს არ შეუშლის. უფრო მეტიც, იტალიური მედია წერს, რომ „აძურის“ მწვრთნელმა კარიერა შეიძლება „იუვენტუსში“ გააგრძელოს.

ტურინულ გრანდში მასიმილიანო ალეგრის მომავალი გაურკვეველია, მეორე მხრივ, ცნობილია, რომ „იუვე“ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის კრისტიაო ჯუნტოლის გადაბირებასთან ახლოსაა, რომელსაც „ბიანკონერიში“ სპალეტის მიწვევა სურს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებს, მანამდე კი „ინტერის“, „რომას“, „ზენიტის“ და „უდინეზეს“ მწვრთნელი იყო.

0.110922