ფეხბურთი

1:15 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი სპალეტიზე: "თავისუფლება ფასდაუდებელია, ფრთებს ვერავის დავაჭრი"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Sky Sport-თან ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თავისუფლება არავის უნდა შეეზღუდოს და იმედი აქვს, რომ სპალეტი მომავალში თავის უნარებს კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენს.

„სპალეტი არის ჩემპიონი და ჩემპიონებმა უნდა იპოვონ სივრცე, რათა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ, მან ეს სივრცე ჩვენთან იპოვა და ყველაფერმა იმუშავა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გამოხატავს თავის უნარებს.

ეჭვგარეშეა, „ნაპოლიში“ სჯობს ეს გააკეთოს, მაგრამ ცხოვრებაში თავისუფალი განუზომელი და ფასდაუდებელია, არავის ფრთები არ უნდა დავაჭრათ, უბრალოდ ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა დავრჩეთ, როგორც ვარ, ანჩელოტისთან, მაძარისთან, რეიასთან, ბენიტესთან. მთავარია, მადლობელი იყოთ მათი, ვინც რაღაც მოგცა და ვინც რაღაც გაიღო”, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლის შესახებ იტალიური მედია წერს. დე ლაურენტისის ეს განცხადება კი ეჭვებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

0.109421