ფეხბურთი

17:26 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

პოზნანის „ლეხის“ ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა გასულ უიქ-ენდზე შესანიშნავად ითამაშა და ჩემპიონ „რაკუვთან“ ჯერ საგოლე პასი გააკეთა, მერე პენალტი მოიპოვა. მან „ლეხის“ გამარჯვებაში (2:0) უდიდესი წვლილი შეიტანა.

ნიკა კვეკვესკირს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 48 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი, „ლეხი“ კი 55 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 მაისს, სტუმრად „კორონას“ დაუპირისპირდება.

0.135409