ფეხბურთი

22:22 | 14.05.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში პოზნანის „ლეხმა“ სტუმრად წინა ტურში გაჩემპიონებული „რაკუვი“ 2:0 დაამარცხა, რაშიც ნიკა კვეკვესკირმა დიდი წვლილი შეიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა 32-ე წუთზე ფილიპ მარჩვინსკის საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო 68-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად კრისტოფერ ველდემ აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სხვათა შორის, მსაჯმა ჯერ სიმულაციისთვის კვეკვესკირი გააფრთხილა, მაგრამ VAR-ზე მომენტი გადაამოწმა და გადაწყვეტილება შეცვალა, პენალტი დანიშნა.

ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 48 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი, მან 81-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო სკამზე იყო.

„ლეხი“ 55 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 მაისს, სტუმრად „კორონას“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066007
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}