„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა „კაენთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც ჟირონდელებმა ზურიკო დავითაშვილის გოლით მოიგეს, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.
„3 კვირაა, რაც კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, მარჯვენა ფლანგზე ბევრად სახიფათოა, უფრო მეტ შანსს ქმნის და მეკარესთან პირისპირაც რჩება. კარგად თამაშობს და ბედნიერი ვარ, მაგრამ ამაზე არ უნდა გაჩერდეს. ისეთი პოტენციალი აქვს, რომ არ უნდა მოდუნდეს, ასეთ ფორმაში უნდა დარჩეს, რადგან სეზონის ბოლომდე დიდი ზუკა გვჭირდება.
ვუთხარი, რომ ჩემთვის ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. არა გოლის გამო, არამედ ყველაფრის გამო, რაც გააკეთა შეტევასა და დაცვაში. ეს არის ის, რაც გვჭირდება: გარემარბები, რომლებიც თავს იცავენ და მცველები, რომლებიც უტევენ. ვულოცავ მას, ვულოცავ გუნდს“, - თქვა გიონმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ში ჩატარებულ 26 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, საფრანგეთის თასზე ორ მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა. „ბორდო“ 65 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 მაისს, „რეუნს“ ესტუმრება.