საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ „კაენი“ 1:0 დაამარცხა, რაც ზურიკო დავითაშვილის დამსახურებაა.
გამარჯვების გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა. მე-16 წუთზე ზურიკო კარგად გაიხსნა, პასი არ დაუგვიანეს და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა. ეს მატჩში ერთადერთი გოლი გამოდგა. დავითაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო, ორჯერ საგოლე პასთან იყო ახლოს, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა გარჯა ვერ დაუფასეს. ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.
დავითაშვილს ლიგა 2-ში ჩატარებულ 26 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, საფრანგეთის თასზე ორ მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.
„ბორდო“ 65 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 მაისს, „რეუნს“ ესტუმრება.