ფეხბურთი

17:18 | 23.03.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ესპანელი სკაუტი: "კვარაცხელიაზე "სევილიამ" უარი თქვა, ახლა კი პრემიერლიგაში გადავა"

ესპანელმა სკაუტმა პაბლო სეიხასმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენასთან „სევილია“ ახლოს იყო, მაგრამ სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ მის 6 მილიონ ევროდ შეძენაზე უარი თქვა.

გარდა ამისა, სეიხასი ფიქრობს, რომ ხვიჩა „ნაპოლიდან“ კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს, რადგან 100 მილიონი ევროს გადახდა მხოლოდ ინგლისელებს შეუძლიათ.

„ლაპარაკი იყო „ვალენსიაზე“, „ლევანტესა“ და „სევილიაზე“, დაახლოებით 6 მილიონ ევროზე. „სევილიაში“ გადასვლასთან ყველაზე ახლოს იყო, მაგრამ მონჩიმ მასზე უარი თქვა, მათ ვერ შეამჩნიეს, როგორი ფეხბურთელი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ის ახლა 100 მილიონი ევრო ღირს. მას შეუძლია მადრიდის „რეალში“ ან „ბარსელონაში“ კარგად თამაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრემიერლიგაში გადავა, რადგან მხოლოდ იქ შეუძლიათ ასეთი თანხის გადახდა“, - განაცხადა სეიხასმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:50 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

ან რაზეა საუბარი გუნდის ვიცე პრეზიდენტი იყო მგონი მაგ დროს ცქიტიშვილი მაყურებლებს რომ აუხტა და კაჩაობა დაუწყო. არასწორმა მენეჯმენტმა ფიფია გაკოტრებამდე მიიყვანა

13:49 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

დინამო თბილისი იქცა დებილების თავშეყრის ადგილი მენეჯმენტს ვგულისხმობ. რამდენი ნიჭიერი ბიჭი დაკარგეს კაპიკებად როცა შეეძლოთ სერიოზული გუნდის შეკვრა შედეგების დადება რაც ფინანსურად გუნდსაც გააძლიერებდა. 800 000 გაVშებული მამარდა აზაროვიც 1 მილიონის ფარგლებშI გაუშვეს იგივე ნინუა და ბაზელში როა კვარა დავიტაშვილი და რამდენი დინამოს აკადემიის აღზრდილი 16-17 წლის ბიჭებს ყიდიან 1 მილიონის ფარგლებში იმის მაგიერ შეინარჩუნონ 19-20 წლამდე შეკრან გუნდი დაიმატონ ლეგიონერები ვინც გუნდს გააძლიერებს. წარმატებული ევრო სეზონი გაზრდილი მოთხოვნილება მის ფეხბურთელებზე დ აგაზრდილ ფას არ ნიშნვას? მაგრამ არაა არანაირი რისკი გატVლა დღევანდელი თეთრები ურჩევნიათ

23:51 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

საინტერესო ამბის მომსწრენი ვართ.. რომან ფიფიას დიშლა მენეჯერი ამბობდა, რო საქართველოს დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და ამით ამართლებდა ფერმერებისგან წამოცმულ დინამოს. ამ დროს, სომხეთის ერთდროულად 3 გუნდი მაღალი დონის ლეგიონერებით პლეი-ოფში გადის და ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა. ნორვეგიული ბოდო/გლიმტი ლამის 11 ნორვეგიელი გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ისეთ ფეხბურთს თამაშობენ. იგივეა კიდე ადგილობრივი უკრაინელებით დაკომპლექტებული დინამო კიევი. ყოველგვარი გასაპრავებელი თავზე დაეხათ ამ დილეტანტებს და მაინც არ უნდათ, რო მოგვშორდნენ. არ იცით საქმის კეთება და მენეჯმენტი, გადაებით ერთმანეთს და წადით!

23:43 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

ახლა რაღას იტყვის რომან ფიფიას სირთა კანტორა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062113