სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:20 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: “კვარაცხელიამ მარადონას ისტორია უნდა გააგრძელოს და ის ოქროს ბურთს მოიგებს“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც მის გარდა საქართველოს ნაკრების მომავალზეც ისაუბრა და სტატიაში სხვადასხვა მოთამაშეების კომენტარები თუ შედარებებიც დაურთო.



„ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის დიდი აღმოჩენაა. მისი გვარი ისეთივე რთული წარმოსათქმელია, როგორც მისი თამაშის გაშიფვრა, თუმცა მის გვარს ნეაპოლის ქუჩებში გამუდმებით მოისმენთ. სამხრეთ იტალიას ახალი კუმირი ჰყავს, რომლის მიზანიც მარტივია, გახდეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.

გარემარბი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეაპოლურმა გუნდმა 10 მილიონად გაიფორმა, გუნდის უპირობო ლიდერი გახდა. იგი „ნაპოლის“ ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოსაგებად იბრძვის. ეს ყველაფერი მის სტატისტიკაზეც მეტყველებს.

ბევრისგან განსხვავებით, კვარაცხელიას ევროპულ ფეხბურთში შემოჭრა უცხო არ იყო მათთვის, ვინც მას ბავშვობიდან იცნობდა. – „კვარაცხელია ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად გავიზარდეთ. ის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და დიდებული ადამიანია“ - განაცხადა „ვალენსიას“ ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა.

„თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ცდილობს ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწიოს და მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს. ამჟამად, საქართველო FIFA-ს რეიტინგში 78-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა ნეაპოლელი ჟურნალისტის მტკიცებით, მათი წარმატება ისეთი ვარსკვლავების ფონზე, როგორებიც კვარაცხელია, მამარდაშვილი, კვერნაძე და სხვები არიან, გარდაუვალია“

საინტერესოა, რომ ქართულ ფეხბურთზე ესპანურმა გამოცემამ აზრი „დინამო თბილისის“ ყოფილ ფეხბურთელს, ვიქტორ მონხილს ჰკითხა: „ქართველი ფეხბურთელებისთვის სამწუხაროდ, სპორტის მეფე ამ ქვეყანაში რაგბია, თუმცა მათი ფეხბურთი სულისკვეთებით და მონდომებით ხარობს. ეს ქვეყანაა, რომელშიც ნიჭიერი ფეხბურთელების საბადო მუდმივად ივსება. თუ კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები გაიზრდებიან, ეს სარგებელს მხოლოდ ქართულ ფეხბურთს მოუტანს“ - განაცხადა მონხილმა.

„გმირობამდე, კვარაცხელია შესაძლოა ანტიგმირი გამხდარიყო. „ნაპოლიში“ მისი ტრანსფერი კრისტიან ძაკარდოს რეკომენდაციით გაიჩარხა. თუმცაღა, იქამდე „იუვენტუსი“ იყო ახლოს ქართველის გადაბირებასთან, რაც მას შემდეგ არ შედგა, რაც „რუბინმა“ მასში 30 მილიონი მოითხოვა. ქართველს ერთგვარად გაუმართლა კიდეც, რადგან რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს შანსი მიეცათ ქვეყანა დროულად დაეტოვებინათ.

ნაპოლისთვის ეს მარადონას შემდეგ პირველი სკუდეტო იქნება, რის გამოც ქართველ შემტევს მეტსახელი „კვარადონაც“ კი შეარქვეს. მათ შორის მსგავსება მხოლოდ მოედნის გარეთ არ შეიმჩნევა, რადგან კვარას არ უყვარს ხალხის გარემოცვაში ყოფნა.

კვარაცხელიას ისტორია ერთი მხრივ ჟორჟ ვეას ისტორიას ჰგავს. ლიბერიელი „მილანში“ ვან ბასტენის შემცვლელად ჩავიდა და ოქროს ბურთი მოიგო, ქართველმა კი დიეგო არმანდო მარადონას ისტორია უნდა გააგრძელოს და როგორც მამარდაშვილი ამბობს, ის რამდენიმე წელში ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს

ისტორიაში პირველად, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში გავიდა. ეს ის ეტაპია, რომელსაც ჟორჟ ვეას „მილანი“ გამოეთიშა. თუ კვარაცხელიას საკუთარი გზის გაგრძელება სურს, „მილანი“ მისი პირველი დაბრკოლებაა. თითქოს მას მარადონამ მემკვიდრეობა დაუტოვა, რომელიც ქართველმა აუცილებლად უნდა გადალახოს“ - წერია სტატიაში.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.1311
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X