ფეხბურთი

20:45 | 15.02.2023 | ნანახია NaN - ჯერ

რატომ ბელინგემის ნაცვლად კვარაცხელია? ესპანელმა ჟურნალისტმა დეტალებზე ილაპარაკა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესზე Cadena Ser-მა დაწერა და იტყობინება, რომ ჯუდ ბელინგემის ალტერნატივად განიხილება.

ცხადია, ბელინგემი და კვარა სრულიად განსხვავებული სტილისა და პოზიციის ფეხბურთელები არიან, ამიტომაც, ბევრისთვის უცნაური და არარეალურია ეს ინფორმაცია - რატომ უნდა განიხილებოდეს ბელინგემის ალტერნატივად კვარაცხელია?

Cadena Ser-ის ჟურნალისტმა ბრუნო ალემანიმ ამ საკითხზე იტალიურ მედიასთან დეტალურად ისაუბრა. როგორც მან თქვა, საქმე არ ეხება ფინანსურ კუთხეს ან კონკრეტული რგოლის გაძლიერებას, არამედ „რეალს“ ზაფხულში ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელის დამატება სურს, რასაც ფლორენტინო პერესის ერაში „სამეფო კლუბი“ ბოლო წლებს თუ არ ჩათვლით, ყოველ სატრანსფერო ბაზარზე აკეთებდა.

„მადრიდის „რეალი“ არის კლუბი, რომელიც ყოველთვის ინვესტიციას დებდა ვარსკვლავებსა და დიდ ჩემპიონებში. სწორედ ამიტომ სურთ ჯუდ ბელინგემის დამატება. თუ ისინი ვერ დაარწმუნებენ „დორტმუნდს“, „რეალს“ არ სურს მის ნაცვლად სხვა ნახევარმცველი. ის, რაც მათ სურთ, არის ვარსკვლავის სტატუსის მქონე ფეხბურთელი, თუ ბელინგემი არა, მაშინ სხვა პოზიციის მოთამაშე. ამიტომაც, ალტერნატივა კვარაცხელიაა. მართალია, ანჩელოტის გუნდში მარცხენა ფლანგზე სხვა ფეხბურთელებიც არიან, მათ შორის, ვინისიუსი, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ქართველმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ „რეალი“ მას აუცილებლად შეტევაში სხვა პოზიციაზეც გამოიყენებდა.

კვარას შეუძლია გადამწყვეტი იყოს მეორე თავდამსხმელადაც და მარჯვენა ვინგერადაც. „რეალს“ ყოველთვის ჰქონდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისთვის საუკეთესოს შეთავაზების კულტურა, მაგრამ კვარაცხელია „ბლანკოსისთვის“ პატარა ცეცხლის როლს ასრულებს. ფლორენტინო პერესის გეგმაში პრიორიტეტად რჩება ბელინგემის გაფორმება, თუმცა, თავად კლუბმაც იცის, რომ პრემიერლიგის კლუბებთან ბელინგემისთვის კონკურენცია დაუნდობელი და რთული იქნება. ამ მიზეზით კვირების გასვლასთან ერთად კვარაცხელიას ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება კიდევ უფრო მოქმედი და კონკრეტული გახდეს“, - თქვა ალემანიმ.

„რეალის“ მხრიდან დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა ჯუზეპე კანელამ, რომელიც ფიქრობს, რომ ესპანელებმა შეიძლება 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ.

„ეს არის ლოგიკური შედეგი, განსაკუთრებით ქართველის შემთხვევაში. ის, რასაც „ნაპოლიში“ აკეთებს, რეკორდებს ამყარებს იტალიასა და ევროპაშიც. გარდა ამისა, ფეხბურთში მისი მსგავსი პერსონაჟების ნაკლებობაა, რომლებიც ახერხებენ მეტოქის მოტყუებას. დაახლოებით რამდენი ღირს, არ ვიცი, თუმცა, მადრიდის „რეალი“ თუ მოგაკითხავს, მაშინ შეიძლება შეთავაზებამ 100 მილიონ ევროსაც კი გადააჭარბოს“, - თქვა კანელამ.

შეგახსენებთ, დღესვე, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში „რეალის“ მხრიდან ინტერესი უარყო და აღნიშნა, რომ კვარა მხოლოდ მიმდინარე სეზონსა და მოსაგებ ტიტულებზე ფიქრობს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:50 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

ან რაზეა საუბარი გუნდის ვიცე პრეზიდენტი იყო მგონი მაგ დროს ცქიტიშვილი მაყურებლებს რომ აუხტა და კაჩაობა დაუწყო. არასწორმა მენეჯმენტმა ფიფია გაკოტრებამდე მიიყვანა

13:49 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

დინამო თბილისი იქცა დებილების თავშეყრის ადგილი მენეჯმენტს ვგულისხმობ. რამდენი ნიჭიერი ბიჭი დაკარგეს კაპიკებად როცა შეეძლოთ სერიოზული გუნდის შეკვრა შედეგების დადება რაც ფინანსურად გუნდსაც გააძლიერებდა. 800 000 გაVშებული მამარდა აზაროვიც 1 მილიონის ფარგლებშI გაუშვეს იგივე ნინუა და ბაზელში როა კვარა დავიტაშვილი და რამდენი დინამოს აკადემიის აღზრდილი 16-17 წლის ბიჭებს ყიდიან 1 მილიონის ფარგლებში იმის მაგიერ შეინარჩუნონ 19-20 წლამდე შეკრან გუნდი დაიმატონ ლეგიონერები ვინც გუნდს გააძლიერებს. წარმატებული ევრო სეზონი გაზრდილი მოთხოვნილება მის ფეხბურთელებზე დ აგაზრდილ ფას არ ნიშნვას? მაგრამ არაა არანაირი რისკი გატVლა დღევანდელი თეთრები ურჩევნიათ

23:51 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

საინტერესო ამბის მომსწრენი ვართ.. რომან ფიფიას დიშლა მენეჯერი ამბობდა, რო საქართველოს დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და ამით ამართლებდა ფერმერებისგან წამოცმულ დინამოს. ამ დროს, სომხეთის ერთდროულად 3 გუნდი მაღალი დონის ლეგიონერებით პლეი-ოფში გადის და ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა. ნორვეგიული ბოდო/გლიმტი ლამის 11 ნორვეგიელი გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ისეთ ფეხბურთს თამაშობენ. იგივეა კიდე ადგილობრივი უკრაინელებით დაკომპლექტებული დინამო კიევი. ყოველგვარი გასაპრავებელი თავზე დაეხათ ამ დილეტანტებს და მაინც არ უნდათ, რო მოგვშორდნენ. არ იცით საქმის კეთება და მენეჯმენტი, გადაებით ერთმანეთს და წადით!

23:43 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

ახლა რაღას იტყვის რომან ფიფიას სირთა კანტორა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06419
სარეკლამო ადგილი - 99
X x X