ფეხბურთი

16:24 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელი ტრანსფერი: ჟოაუ კანსელუ სეზონის ბოლომდე „ბაიერნში“ ითამაშებს

ცოტა ხნის წინ წამყვან სპორტულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი მცველი, ჟოაუ კანსელუ სეზონის ბოლომდე იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ ითამაშებს.



კანსელუს შესანიშნავი სეზონის პირველი ნახევარი ჰქონდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მან ფერნანდუ სანტუშის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვა, „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნების შემდეგ კი გვარდიოლას ნდობაც დაკარგა.

მიუნხენურ კლუბს კანსელუს შეძენა დიდი ხნის განმავლობაში სურდა. გარიგები მიხედვით, „რეკორდმაისტერს“ სეზონის ბოლოს პორტუგალიელის გამოსყიდვა შეეძლება.

ჟოაუ კანსელუ „ქალაქელებს“ 2019 წელს შეუერთდა და 154 მატჩში 9 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

0.113349