ავსტრალიის ჩემპიონატში „მაკარტურიდან,“ სადაც ქართველი ბაჩანა არაბული თამაშობს, მთავარი მწვრთნელი, ცნობილი დუაით იორკი გაათავისუფლეს.
ავსტრალიის A-League-ს მე-13 ტურში „ადელაიდასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „მაკარტურსა“ და იორკს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს თანამდებობაზე.
13 ტურის შემდეგ „მაკარტური“ 17 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. ქართველ შემტევს ლიგაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
„მაკარტური“ დუაით იორკის პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იყო, თუმცა შესაძლოა ის უმუშევარი დიდხანს არ დარჩეს, რადგან მისი აყვანა კიდევ ერთ ავსტრალიურ გუნდს, „სიდნეის“ სურს.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация