სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:17 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "კრემონეზესთან" დამარცხდა და იტალიის თასიდან გავარდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს, რადგან იტალიის თასიდან გავარდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი ამ ტურნირს მისთვის პირველივე სტადიაზე, მერვედფინალში გამოეთიშა, თანაც სერია A-ს ბოლოადგილოსან „კრემონეზესთან“ საშინაო მარცხით.

ლუჩანო სპალეტიმ ძირითადი შემადგენლობის ყველა წევრი ალექს მერეტის გარდა თადარიგში დატოვა, ხვიჩა კვარაცხელია სულაც სიცხის გამო განაცხადში არ იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ყველა ლიდერი თამაშში ჩაერთო, „ნაპოლიმ“ ვერ მოიგო.

შარლეს პიკელის გოლით „კრემონეზე“ სწრაფად დაწინაურდა, რასაც ტაიმის ბოლოს ჟუან ჟეზუშმა და ჯოვანი სიმეონემ უპასუხეს და ნეაპოლელები დაწინაურდნენ. „აძური“ უპირატესობას კარგა ხანს ინარჩუნებდა, მაგრამ 87-ე წუთზე ფელიქს აფენა-გიანმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. მე-100 წუთზე კრემონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ მასპინძლებმა ამითაც ვერ ისარგებლეს.

ყველაფერი პენალტებმა გადაწყვიტა: „კრემონეზემ“ 5-დან 5 პენალტი გაიტანა, „ნაპოლიდან“ მხოლოდ სტანისლავ ლობოტკა შეცდა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა და „კრემონეზე მეოთხედფინალშია, სადაც „რომას“ შეხვდება.

ვთქვათ, რომ „კრემონეზეს“ განაცხადში დაზიანების გამო არ იყო ლუკა ლოჩოშვილი. ლომბარდიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი დავიდე ბალარდინის წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.

„ნაპოლი“ იტალიის თასს დაემშვიდობა და ახლა მთელი აქცენტი სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე გაკეთდება. მომდევნო მატჩს სპალეტის გუნდი სტუმრად „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.

„ნაპოლი“ – „კრემონეზე“ 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 პიკელი (18), 1:1 ჟუან ჟეზუში (33), 2:1 სიმეონე (36), 2:2 აფენა-გიანი (87)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
4.128408
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X