რაგბი

2:07 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლელო TOP 14-ში: ვანო კარკაძემ „ბრივს“ მოაგებინა

TOP 14-ის მე-15 ტურში ვანო კარკაძის „ბრივი“ ბექა გიგაშვილის „ტულონს“ დაუპირისპირდა და 26:17 დაამარცხა. „ბრივის“ ერთადერთი ლელო ქართველმა ბურჯმა, ვანო კარკაძემ გაიტანა.



ვანო კარკაძემ მატჩი მარქაფიდან დაიწყო და შეხვედრაში მეორე ტაიმში, 42-ე წუთზე ჩაერთო. ასევე სათადარიგო იყო „ტულონის“ მხარეს ბექა გიგაშვილიც, რომელიც მოედანზე კარკაძესთან ერთად გამოჩნდა.

შეხვედრა საკმაოდ უდისციპლინო გამოდგა, ორივე გუნდის დამრტყმელები კი მეტოქეების შეცდომებს ძალიან კარგად იყენებდნენ. „ბრივის“ ათიანმა, ერვმა 7 ჯარიმა გაიტანა, „ტულონის“ ბიგარმა კი 4. მატჩის პირველი ლელო 63-ე წუთზე სალესმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა. 78-ე წუთზე კი ვანო კარკაძემ თავის გუნდში ერთადერთი და მატჩში ბოლო ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში - 26:17 დააფიქსირა.

„ბრივს“ 15 მატჩის შემდეგ 25 ქულა აქვს და ბოლოს წინა, მე-13 პოზიციაზე იმყოფება. გიგაშვილის „ტულონი“ კი 31 ქულით მეცხრეა.

0.112725