ფეხბურთი

2:21 | 8.12.2022 | ნანახია 0 - ჯერ

გერმანიის ნაკრებიდან ფლიკს არ დაითხოვენ

ჰანს-დიტერ ფლიკს გერმანიის საფეხბურთო კავშირში ნდობა გამოუცხადეს და შესაბამისად, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად რჩება.

ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნდ ნოიენდორფმა დაადასტურა, რომ ფლიკს ენდობიან და ის „ბუნდესნაკრებს“ ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.

„ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წარმატებად ვაქციოთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გერმანიისთვის დიდი შანსია. სრული ნდობა გვაქვს ჰანსი ფლიკის მიმართ, რომელიც ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, შეგვიძლია ბევრად მეტს მივაღწიოთ, ვიდრე კატარში ვაჩვენეთ, სადაც ხელიდან დიდი შანსი გავუშვით, მაგრამ ამ გაკვეთილს ვისწავლით“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ჰანს-დიტერ ფლიკმა გერმანიის ნაკრებში 2021 წელს იოახიმ ლიოვი შეცვალა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით „ბუნდესნაკრები“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა. გერმანია ევრო 2024-ის მასპინძელია და შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოპოვებული აქვს.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:52 | 17.08.2015
Liverp00L (132)

ლინკი დაწერეთ რა თუ იცით

23:51 | 17.08.2015
adp10 (10711)

დას დას დას

23:45 | 17.08.2015
komentatori (2299)

რომელ არხზეა იცის ვინმემ?

23:15 | 17.08.2015
adp10 (10711)

აბა 12 ზე გუგუნებს ბასკეთი

21:31 | 17.08.2015
bali (2)

რო დაუქაჩონ .. არაა მამენტ გამორიცხული

19:11 | 17.08.2015
5_stars (11475)

ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია, რომელიც სუპერთასზე მატჩისათვის მზადების პერიოდში და უშუალოდ შეხვედრის დროს, "ბარსელონას" მეკავშირე ოფიცერი გახლდათ, საკმაოდ საინტერესო და ქართველი ქომაგისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:

"ბარსა მთელ მსოფლიოში პუპულარულია, მაგრამ შევამჩნიე, რომ ფეხბურთელები ასეთი გრანდიოზული დახვედრისგან მაინც განცვიფრებულები დარჩნენ. იმას, რაც მათ „თბილისი მერიოტთან" ნახეს, აშკარად არ ელოდნენ. კლუბის მოთხოვნა კი პირნათლად შესრულდა – სასტუმროსთან შეკრებილ გულშემატკივართა სიმრავლის მიუხედავად, ფეხბურთელები არავის შეუწუხებია.

ვიცოდი, რომ ბარსაში თავმდაბალი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ამ რანგის ვარსკვლავებს მცირე დოზით მაინც ექნებოდათ შეყრილი ვარსკვლავური სენი. მსგავსი არაფერი. კლუბის წარმომადგენლებმა ყველა ფეხბურთელი სათითაოდ გამაცნეს და მათმა უბრალოებამ და უშუალობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სამწუხაროდ, ესპანურს არ ვფლობ, მესიმ და ბარსელონას ვარსკვლავთა უმეტესობამ კი ინგლისური არ იცის. თუმცა რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის ხერარდ პიკესთან გასაუბრება მოვახერხე და მითხრა, რომ აქაური ატმოსფეროთი აღფრთოვანებული იყო.

კლუბის ბევრმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ თავი „კამპ ნოუზე" ეგონათ. ბარსელონელებმა აღიარეს, რომ უცხო ქვეყანაში თავი ასე კომფორტულად არასდროს უგრძვნიათ. ისიც თქვეს, ნეიტრალური მოედანი ჩვენი ასარჩევი რომ იყოს, ყოველთვის თბილისს ავირჩევდითო..."

18:25 | 17.08.2015
5_stars (11475)

თასის აღების შანსი ცოტა მაგრამ მაინც გვავს. ლუჩომ ეხლა მაინც უნდა დააყენოს ოპტიმალური შემადენლობა:
ბრავო,მატიე ფლანგზე,პიკე,მასკე და ალვეში უკანა ხაზი, წინ ბისკე ინიესტა და რაკიტიჩი და შეტევა მესი სუა და პედრო(რაფინია)
გადახალისებულად თუ დავიწყებთ ისევ არანაირი შანსი არ გვექნება. პირველივე წამებიდან მაღალი ტემპია საჭირო,პრესინგი მეტოქის მოედანზე და ეს ყველაფერი გარანტი იქნება იმისა რომ წარმატებას მივაღწიოთ. მომენტების მაქსიმალური რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ. თუ საწყის წუთებში გავიტანთ ერთ გოლს ეს დიდი წნეხი იქნება ბასკებისთვის.
მოკლედ მე იმედიანად ვარ მოუთმენლად ველოდები საღამოს 12საათს..
ვისკა ბარსა ვისკა კატალუნია!!

18:13 | 17.08.2015
valeri8848 (2622)

ესენი ამ თასს და ევროპის სუპერ თასსაც არ აძლევენ დიდ მნიშვნელობას, ხომ ხედავთ თბილისში მოგებულ თამაშზე 4 ლიმონი მიცეს, ესპანეთისაზე ამდენიც არ მოუწევთ, ეგ ფულები ამათთვის ერთი კვირის ხელფასი არააა

18:05 | 17.08.2015
komentatori (2299)

საინტერსო თამაში იქნება, სასწაულს თუ ამ ეპოქის ფეხბურთში მოახდენს პირველ რიგში ეს ბარსაა ამიტომ შანსი ნამდვილად არის.

ენრიკეს კვერცხობას რაც შეეხება კიდე, სასაცილოც აღარ არის უკვე ესეთი კომენტარები

17:54 | 17.08.2015
BATIGOLI 9. (4375)

თავი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩაგეგდო შე კვერცხო,ეხლა გვიანია! მომინდომა ბიჭმა მეორე შემადგენლობით სასურველი შედეგის მიღწევა!!!

16:32 | 17.08.2015
adp10 (10711)

მადლობა უნდა თქვან პირიქით

15:40 | 17.08.2015
Lik Realution (307)

ენრიკემ დიდი ამბავი ეს თასი თუ წავაგე ეხლა მთლად გვარდიოლობასაც ნუ მომთხოვთო ))

16:32 | 17.08.2015
adp10 (10711)

ქარი ამოვარდა )))

0.071937