ფეხბურთი

0:25 | 25.11.2022 | ნანახია 0 - ჯერ

საფრანგეთის ნაკრებს შესაძლოა კომანიც გამოაკლდეს

საფრანგეთის ნაკრებს შესაძლოა ტრავმის გამო კიდევ ერთხელ ფეხბურთელი, ამჯერად კინგსლი კომანი გამოაკლდეს.

ფრანგული მედიის ცნობით, მან ბარძაყის დაზიანება მიიღო და ხუთშაბათის ვარჯიში ნაადრევად დატოვა. ჯერჯერობით, დაზიანების სიმძიმე უცნობია, მაგრამ „ბაიერნის“ შემტევი სავარაუდოდ, დანიის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ტრავმების გამო კარიმ ბენზემა, კრისტოფერ ნკუნკუ, ლუკას ერნანდესი, პრისნელ კიმპემბე, პოლ პოგბა, მაიკ მენიო და ნგოლო კანტე გამოაკლდა.


Комментарии (1)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

16:28 | 14.10.2013
El Capitano 7 (35967)

aegfagaeg

0.074107