ფეხბურთი

17:33 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გატუზოს იანვარში "ნაპოლის" ფეხბურთელის "ვალენსიაში" გადაბირება სურს

„ნაპოლის“ ნახევარმცველი დიეგო დემე შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ვალენსიაში“ გადავიდეს.

30 წლის გერმანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის წინ დაშავდა და ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვერ ხვდება, რადგან სტანისლავ ლობოტკა მის პოზიციაზე შესანიშნავად თამაშობს.

თავის მხრივ, ჯენატო გატუზო დემეს კარგად იცნობს, რადგან „ნაპოლიში“ მისი მწვრთნელი იყო და „რინო“ დიეგოს მუდმივად ენდობოდა - მის პერიოდში გერმანელი ნეაპოლიტანელთა ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. ასე რომ, არსებობს შანსი, რომ დემემ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი დატოვოს და გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდეს.

მიმდინარე სეზონში დემემ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. ის „ნაპოლიში“ 2019 წლიდან ირჯება და 85 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. მანამდე დიეგო სამშობლოში თამაშობდა, სადაც „არმინიას“, „პადერბორნისა“ და „ლაიფციგის“ წევრი იყო.

0.111642