მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ჟოაუ ფელიქსი, მზადაა კარიერა ფრანგულ ლიგა 1-ში გააგრძელოს - გვამცნობს Le Parisien.
წყაროს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს 23 წლის პორტუგალიელის ტრანსფერზე და ჟოაო უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება აღმოჩნდეს პსჟ-ში. პარიზელთა სპორტული დირექტორი, ლუიშ კამპუში, თავისი თანამემამულის იჯარის წესით გადაბირებას ფიქრობს.
ფელიქსი „ატლეტიკოში“ 2019 წელს გადავიდა „ბენფიკადან“ 126 მილიონ ევროდ.