ფეხბურთი

23:09 | 4.11.2022 | ნანახია 2430 - ჯერ

ჩავი: "პიკეს შეცვლა ჩვენი პრიორიტეტია, იანვარში მცველი უნდა დავიმატოთ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ დააანონსა, რომ ჟერარ პიკეს შემცვლელის ყიდვას კლუბი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ეცდება.

„სეზონის დაწყებამდე საუბარი გვქონდა და მას ვაცნობე ჩემი გეგმები. ეს იყო ერთი-ერთი ყველაზე რთული დღეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. რა თქმა უნდა, პიკეს წასვლის შემდეგ ცენტრალურ მცველს შევიძენთ, ეს ჩვენი პრიორიტეტი იქნება“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჟერარ პიკემ კარიერის დასრულების შესახებ გუშინ განაცხადა. ის „კამპ ნოუზე“ ბოლო მატჩს 5 ნოემბერს, „ალმერიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.075304
2430