სხვა

0:18 | 24.10.2022 | ნანახია 589 - ჯერ

ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონობა 3 ოქროს მედლითა და ევროპის რეკორდით იზეიმა

ალბანეთში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 161/165 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი მოიპოვა, ჩხეიძემ აკვრაში თავი 194/205/216 კილოგრამს გაართვა და კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 381 კილოგრამითაც.

ჩხეიძემ ოქროს მედლებთან ერთად ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო. ძალოსანმა 23 წლამდელების სარეკორდო ზღვარი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.126041
სარეკლამო ადგილი - 99
X x X