ფეხბურთი

12:32 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი საქართველოში: ცნობილია რომელი მატჩი რომელ ქალაქში გაიმართება

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. წილისყრის პარალელურად ტურნირის კალენდარიც გაირკვა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, რომელ ქალაქში რომელი მატჩი გაიმართება (ჯგუფური ეტაპის).

საქართველო A და C ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს, კერძოდ, თბილისი („დინამო არენა“ და „მიხეილ მესხი“), ქუთაისი და ბათუმი:

თბილისი, „დინამო არენა“ (A ჯგუფი)

21 ივნისი: საქართველო - პორტუგალია

24 ივნისი: საქართველო - ბელგია

27 ივნისი: ნიდერლანდები - საქართველო

თბილისი, „მიხეილ მესხი“ (A ჯგუფი)

21 ივნისი: ბელგია - ნიდერლანდები

24 ივნისი: პორტუგალია - ნიდერლანდები

27 ივნისი: პორტუგალია - ბელგია

ქუთაისი, რამაზ შენგელია (C ჯგუფი)

22 ივნისი: გერმანია - ისრაელი

25 ივნისი: ინგლისი - ისრაელი

28 ივნისი: ისრაელი - ჩეხეთი

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“ (C ჯგუფი)

22 ივნისი: ჩეხეთი - ინგლისი

25 ივნისი: ჩეხეთი - გერმანია

28 ივნისი: ინგლისი - გერმანია

გარდა ამისა, ბათუმში გაიმართება ერთი ნახევარფინალური მატჩი და ფინალი, ქუთაისში ერთი მეოთხედფინალური შეხვედრა შედგება, ხოლო თბილისში, „მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთი მეოთხედფინალური თამაშია დაგეგმილი. ცნობისთვის, „დინამო არენაზე“ მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მატჩებია ჩანიშნული.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კი ტურნირის დებიუტანტია. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 3 საუკეთესო გუნდი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.

0.128155