ფეხბურთი

20:48 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა: საქართველოს მეტოქეები ცნობილია

ევროპის 21-წლამდე 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც ცნობილი გახდა.

რამაზ სვანაძის გუნდი A ჯგუფში ითამაშებს (რაც წინასწარ იყო ცნობილი), ხოლო მას კონკურენციის გაწევა პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის 21-წლამდე ნაკრებებთან მოუწევს. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა და მეოთხედფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას.

A ჯგუფი

საქართველო

პორტუგალია

ბელგია

ნიდერლანდები

B ჯგუფი

რუმინეთი

ესპანეთი

უკრაინა

ხორვატია

C ჯგუფი

ჩეხეთი

ინგლისი

გერმანია

ისრაელი

D ჯგუფი

ნორვეგია

შვეიცარია

საფრანგეთი

იტალია

ევროპის ჩემპიონატის კალენდარიც წილისყრის შედეგად ავტომატურად ცნობილი გახდა. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებს:

21 ივნისი, I ტური

საქართველო - პორტუგალია

24 ივნისი, II ტური

საქართველო - ბელგია

27 ივნისი, III ტური

ნიდერლანდები - საქართველო

ტურნირის განრიგი

A და B ჯგუფის მატჩები: 21, 24 და 27 ივნისი

C და D ჯგუფის მატჩები: 22, 25 და 28 ივნისი

მეოთხედფინალები: 1-2 ივლისი

ნახევარფინალები: 5 ივლისი

ფინალი: 8 ივლისი

პლეი-ოფის ბადე

მეოთხედფინალი 1: A ჯგუფის გამარჯვებული - C ჯგუფის მეორეადგილოსანი (1 ივლისი, „მიხეილ მესხი“)

მეოთხედფინალი 2: C ჯგუფის გამარჯვებული - A ჯგუფის მეორეადგილოსანი (2 ივლისი, „რამაზ შენგელია“)

მეოთხედფინალი 3: B ჯგუფის გამარჯვებული - D ჯგუფის მეორეადგილოსანი (1 ივლისი, ბუქარესტი)

მეოთხედფინალი 4: D ჯგუფის გამარჯვებული - B ჯგუფის მეორეადგილოსანი (2 ივლისი, კლუჟი)

ნახევარფინალი 1: პირველი მეოთხედფინალის გამარჯვებული - მეორე მეოთხედფინალის გამარჯვებული (5 ივლისი, ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“)

ნახევარფინალი 2: მესამე მეოთხედფინალის გამარჯვებული - მეოთხე მეოთხედფინალის გამარჯვებული (5 ივლისი, ბუქარესტი)

ფინალი: 8 ივლისი, ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე გაიმართება. საქართველოში ოთხი ჯგუფიდან ორი ჯგუფის მატჩები, პლეი-ოფის ნაწილი და ფინალი გაიმართება. მთლიანობაში საქართველოს სამი ქალაქი და 4 სტადიონი უმასპინძლებს ახალგაზრდულ ევროს - თბილისი („დინამო არენა“, „მიხეილ მესხი“), ბათუმი („აჭარაბეთ არენა“) და ქუთაისი („რამაზ შენგელია). ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, სამაგიეროდ, ფინალს ბათუმი უმასპინძლებს.

ვთქვათ, რომ საქართველოში A და C ჯგუფის, ხოლო რუმინეთში B და D ჯგუფის მატჩები ჩატარდება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას, თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს. ისიც აღვნიშნოთ, რომ ევრო 2023-ის საუკეთესო სამი გუნდი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიაზე თამაშის უფლებასაც მოიპოვებს.

სხვათა შორის, ასაკით მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ისეთ ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომლებიც უკვე ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ - ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მამარდაშვილი. თუმცა, 17 და 20 ივნისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსსა და შოტლანდიასთან შეხვედრები აქვს, ამდენად, რამდენად შეძლებენ ისინი 21-წლამდელთა რიგების გაძლიერებას, ახლა რთული სათქმელია - ყველაფერი სამწვრთნელო შტაბების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ზოგადად, ევროპის ჩემპიონატზე 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს აქვთ თამაშის უფლება, ასე რომ, შეიძლება საქართველოში თანამედროვე ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ვიხილოთ.

0.13599