ბელგიური „ანტვერპენის“ ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა სათადარიგო სკამზე სიგარეტის მოწევაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, იმ მომენტში ვერ გაიაზრა რას აკეთებდა და წუხს ამ საქციელის გამო.
„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც გავაკეთე. ვხვდები, რომ ეს არასწორი საქციელი იყო, მაშინ ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღო, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული გადაწყვეტილებაა. ყველაფრის მიუხედავად, ვეცდები ამა თუ იმ გზით გუნდ ჩემი წვლილით მაინც დავეხმარო“, - დაწერა ნაინგოლანმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რაჯა ნაინგოლანმა „სტანდარდთან“ მატჩში სათადარიგო სკამზე ყოფნისას სიგარეტი მოწია, რის გამოც „ანტვერპენმა“ ის გუნდიდან მოკვეთა და მეორე გუნდში დააქვეითა.