ფეხბურთი

12:39 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ანტვერპენმა“ სათადარიგოთა სკამზე მოწევისთვის ნაინგოლანი პირველი გუნდიდან მოკვეთა

„რომას“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ბელგიური „ანტვერპენის“ მოთამაშე, რაჯა ნაინგოლანი, მორიგ სკანდალში გაეხვა. „სტანდარდთან“ შეხვედრის წინ (0:3), კამერებმა ის სათადარიგოთა სკამზე მჯდომი სიგარეტის მოწევისას დააფიქსირეს. ამ სურათმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

შედეგად, კლუბის ხელმძღვანელობამ რაჯა პირველი გუნდიიდან მოკვეთა და ის ჯერჯერობით დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ გასული სექტემბრის დასაწყისში, ნაინგოლანი არაფხიზელ მდგომარეობაში ვადაგასული მართვის მოწმობით დააკავეს. თუმცა შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112448