„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ელიფ ელმასის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.
ელმასმა ორი დღის წინ სათადარიგო სკამის ფოტო ატვირთა, რომელსაც დააწერა: ჩემი პირველი პირველი სიყვარული. ნეაპოლელთა დირექტორმა თქვა, რომ ეს გუნდისთვის პრობლემა არაა, რადგან ელმასმა უბრალოდ იხუმრა.
„ელიფს შარშან არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა, რომელშიც 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, თან ყოველთვის თითქმის სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა. ამიტომ, მისი მხოლოდ მადლიერი ვართ. ეს პოსტი მხოლოდ ხუმრობა იყო, მეტი არაფერი, ეს ჩვენი პრობლემა არ არის“, - თქვა ჯუნტოლიმ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ელიფ ელმასმა 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო.