„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ელიფ ელმასმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჩრდილომაკედონიელმა ფეხბურთელმა ფოტო განათავსა, რომელშიც სათადარიგო სკამთან ერთადაა და მინაწერი გაუკეთა:
„ჩემი პირველი სიყვარული (სათადარიგო სკამი)“, - დაწერა ელმასმა, რომელიც ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.
ელმასს მიმდინარე სეზონში თამაში მხოლოდ მაშინ უწევს, როცა მატჩის მიწურულს ხვიჩა კვარაცხელიას ცვლის.