ფეხბურთი

10:55 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი: "კარგი გუნდი გვყავს და ბრძოლისთვის ყოველთვის მზად ვართ"

პოზნანის „ლეხის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა პოლონურ კლუბში სადებიუტო გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები ერთმანეთს ეხმარებიან.

„პოლონეთის ჩემპიონატში ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის და ამიტომ ჩვენც ყოველთვის ბრძოლაზე ვართ ორიენტირებული. კარგი გუნდი გვყავს, გასახდელში კარგი ატმოსფეროა და მოედანზე ყველა ერთმანეთს ეხმარება. ყველაფერი უფრო ადვილია, როცა მინდორზე თანაგუნდელებს პატივს სცემ და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით“, - თქვა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა „ლეხის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მანამდე მიმდინარე სეზონში ერთი საგოლე პასი ჰქონდა აქტივში. პოზნანელებს 18 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან.

0.127877