ფეხბურთი

21:33 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის სადებიუტო და გამარჯვების გოლი "ლეხში" (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში პოზნანის „ლეხმა“ „რადომიაკი“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა. როგორც გაირკვა, ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა. გიორგიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ შეცვალეს. შეუცვლელად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა და ყვითელი ბარათი მასაც უჩვენეს, ასევე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში.

გიორგი წიტაიშვილმა „ლეხის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მანამდე მიმდინარე სეზონში ერთი საგოლე პასი ჰქონდა აქტივში. პოზნანელებმა 18 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან.

0.14111