ფეხბურთი

17:05 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ივან ძაძარონი: "კვარაცხელიაზე ვინმე 100 მილიონის შეთავაზებას თუ გააკეთებს, დე ლაურენტისი დაფიქრდება"

იტალიელმა ჟურნალისტმა და Corriere Dello Sport-ის დირექტორმა ივან ძაძარონიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ „ნაპოლი“ 100-მილიონიან შეთავაზებას მიიღებს, აურელიო დე ლაურენტისი ამ წინადადებაზე აუცილებლად დაფიქრდება.

„არ ვიცი, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ბიჭი. უნდა ითქვას, რომ ძალიან ძლიერია, მაგრამ მიწაზე მყარად უნდა დარჩეს, არ უნდა დაკარგოს შიმშილის გრძნობა და ის მოტივაცია, რაც აქვს. ისიც საკმარისი იქნება თუ ნიჭი, რომელიც აქვს, არ გაუარესდება. თუ ვინმე გააკეთებს შეთავაზებას და „ნაპოლის“ 100 მილიონს შესთავაზებს, დე ლაურენტისი იფიქრებს ამაზე. ამასთან, „ნაპოლიმ“ უკვე აჩვენა, რომ ფეხბურთელების შეცვლა იოლად შეუძლია. გულშემატკივრები ამ მომენტით უნდა დატკბნენ, მე არასოდეს მინახავს „ნაპოლის“ სეზონი ასე დაეწყოს“, - თქვა ძაძარონიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ხვიჩა კვარაცხელიას 2027 წლამდე აკავშირებს. გუშინ, იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ თქვა, რომ ნეაპოლელები ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულების ერთი წლით განახლებასა და ხელფასის გაორმაგებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

0.119812