ფეხბურთი

20:42 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ნაპოლი" კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდის, რომ მშვიდად იყვნენ"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Calcionapoli24-თან ინტერვიუში თქვა, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებასა და ხელფასის გაზრდას ეცდება.

მისი აზრით, კვარას დაბალი და სახიფათო ხელფასი აქვს, ვინაიდან მის მიმართ ინტერესი არსებობს და შესაძლოა, ამით სხვა კლუბებმა ისარგებლონ და ფეხბურთელი გადაიბირონ.

„სულ მალე კვარას კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყება, რადგან მას ხელფასი 1 მილიონი ევრო აქვს. 2023 წელს ბიუროკრატიულად შეიძლება კონტრაქტის ერთი წლით განახლდება და ვფიქრობ, ასეც მოიქცევიან. მის კლასში ეჭვი ძალიან ცოტას თუ ეპარება და 1 მილიონი სახიფათო ციფრია, რადგან ირგვლივ დიდი კლუბები არიან, თუნდაც „ჩელსი“. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მომდევნო წელს კვარას ხელფასს გაუორმაგებს, რომ ყველაფერი დაალაგონ და მშვიდად იყვნენ. წლის ბოლომდე სიტყვიერი შეთანხმებაც შედგება“, - განაცხადა სკოტომ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა და თანამედროვე ფეხბურთიდან გამომდინარე საკმაოდ დაბალი ხელფასი დაუნიშნა, მაგრამ მისი თამაშის წყალობით ცხადია, რომ ნეაპოლიტანელებს კონტრაქტის გადახედვა და გაუმჯობესება მოუწევთ.

0.143277