ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და კრისტიან ვიერიმ Bobo TV-ს ეთერში, რომელიც ვიერის ინტერნეტ არხია და სადაც, მასთან ერთად, საფეხბურთო საკითხებს კასანო, დანიელე ადანი და ნიკოლა ვენტოლა განიხილავენ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს.
როგორც მათ თქვეს, ხვიჩას ნებისმიერ ევროპულ გრანდში თამაში შეუძლია და მისნაირი მარცხენა გარემარბი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ცოტაა.
„კვარაცხელიაზე რა ვთქვა? ბიჭებო, მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება. ძალიან ძლიერია, ვიწრო და ფართო სივრცეებში, კარგად ურტყამს მარჯვენა და მარცხენა ფეხით, კარგად მოძრაობს ორივე მიმართულებით, მას ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლია.
თუ გრილიში „მანჩესტერ სიტიშია“, მაშინ მასაც შეუძლია იქ ითამაშოს, მიუნხენის „ბაიერნშიც“ კარგად შეუძლია თამაში ან „ბარსელონაში“ ფერან ტორესის, უსმან დემბელეს ნაცვლად. შთამბეჭდავი ფეხბურთელია. 4-3-3 ან 4-2-3-1 სქემაში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ასეთი ძლიერი ცოტა ფეხბურთელია. მან შთამბეჭდავი რაღაცები აჩვენა“, - თქვა კასანომ.
ანტონიოს დაეთანხმა Bobo TV-ის დამფუძნებელი და ავტორი, კრისტიან ვიერი: „ანტონიო არ აჭარბებს, კვარაცხელიას შეუძლია ყველა იმ გუნდში თამაში, რომლებსაც ადრე უკავშირებდნენ“.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ორჯერ პენალტი მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ინტერი წელს ნამდვილად კარგია და ყველაზე მეტი შანსი აქვს სკუდეტოს მოგების. ალბათ ტურინში გასამართი თამაში იქნება გადაწყვეტი.
ინტერს მილანისგან განსხვავებით ძირითადიც კარგი ყავს და სკამის რესურსიც მეტი აქვს,ამიტომ გაუჭირდება იუვეს წელს ჩემპიონობა.მილანზე უკეთესი კი არა კონკრეტულად ლუკაკუ-ლაუტაროს დუეტი კრისტინა-მორატას დუეტსაც კი ჯობია,ანუ კონკრეტულად თავდასხმის დუეტი იუვენტუსზე უკეთესიც ყავს და რომელ მილანზეა ლაპარაკი.თან კონტე ჩემპიონატის მწვრთნელია.ლიგაზე იკუკავს ხოლმე თორემ ჩემპიონატის მოგება იცის.ასე რომ არ მგონია მილანისგან განსხვავებით ინტერმა რომ ეს შანსი გაუშვას ხელიდან
ჩემთვის საწყენია მილანმა საბოლოოდ რომ დათმო პოზიციები.მოსალოდნელიც იყო ეს ჩავარდნა(მითუმეტეს იბრას და სხვების გარეშეც) მაგრამ მაინც.კრისტინას რაც შეეხება ჰეთრიქი კი არა მეთხუტმეტე წუთზე გასაგდები იყო,სახე ჩამოათალა ტიპმა კალიარის მეკარეს და მხოლოდ ყვითელი მიცეს.აქაც მოქმედებს დიდი ფეხბურთელის ავტორიტეტი.კიეზა მართლა კარგი ბიჭია,პენოზე საგოლე პასს და ზოგადად აქტიურ თამაშს რომც შევეშვათ მორატას რა პასი დაუხატა ტიპმა მაეტო ეგ ღირდა საყურებლად თუმცა ვერ გაიტანა ესპანელმა.ინტერმა წესით არ უნდა გაუშვას ეს შანსი,11 თამაში დარჩა სათამაშო და მინიმუმ 7 ქულიანი ფორა უჭირავს იუვესთან.მინიმუმ 7 ქულიანი იმიტომ რომ იმ გადადებულ თამაშს იუვე ან მოუგებს ნაპოლის და ან არა