„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ზინედინ ზიდანის რეკორდი გააუმჯობესა. ესპანელი გახდა ლა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც სტუმრად ზედიზედ 18 მატჩი არ წააგო.
„ბარსელონამ“ გასვლაზე ჩატარებული ამ 18 თამაშიდან 13 მოიგო, ხოლო 5-ჯერ ფრეს დასჯერდა.
ძველი რეკორდი ზიდანს ეკუთვნოდა, რომლის ხელმძღვანელობით „რეალმა“ 2016 წელს სტუმრად ზედიზედ 17 წაუგებელი თამაში ჩაატარა (13 მოგება და 4 ფრე).
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში შვიდი ტურის შემდეგ 19 ქულით ლიდერია.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация