სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:08 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ძველი ჩაკვე აუცილებლად დაბრუნდება"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდი ძალიან მოტივირებულია და წნეხს არ განიცდის.

გარდა ამისა, მან ლუკა ლოჩოშვილსა და გიორგი ჩაკვეტაძეც ვრცლად ილაპარაკა:

„ყოველთვის, ნებისმიერ თამაშში გუნდი წნეხის ქვეშაა, მითუმეტეს, როცა ძალიან ახლოს ხარ ჯგუფის მოგებასთან. თუმცა, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე თამაში წნეხი არასდროს ყოფილა, პირიქით, ეს ჩვენთვის მოტივაციაა და ძალიან მახარებს გულშემატკივარი სტადიონზე რომ ბრუნდება. ბიჭები ძალიან შემართულები ვართ და არა მგონია ამ წნეხს განვიცდიდეთ.

ლოჩოშვილი პირველ რიგში კარგი პროფესიონალია, ძალიან უყვარს საკუთარ თავზე შრომა. მას კარგად ვიცნობ. ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა კარიერაში, სერია A ძალიან რთული სათამაშოა, მისი სამი თამაში ვნახე „კრემონეზეში“ და ძალიან კარგად ითამაშა. ვიტყოდი, რომ დიდი პროგრესი აქვს და იმედია, გამოცდილებას კიდევ შეიძენს და უკეთესად ითამაშებს. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, რადგან დიდი პროგრესი აქვს და ეს ძალიან კარგია ჩვენი ნაკრებისთვისაც.

აღარ გვინდა იმ თამაშის გახსენება (მაკედონიასთან ფინალი - რედ), სულ სხვა პერიოდი იყო, რთული, ქვეყნისთვის კორონავირუსიდან გამომდინარე. დღეს ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი და მინდა, რომ ის თამაში საერთოდ დავივიწყოთ და არ ვიფიქროთ. ამჟამად გუნდში ძალიან კარგი, ჯანსაღი გარემოა, ფეხბურთელების 99% თავის გუნდში თამაშობს, ყველა კარგ ფორმაშია, გვყავს ტალანტები, რომელთა იმედი ყველას გვაქვს.

ჩაკვეტაძეს კარგად არ ვიცნობდი, მხოლოდ ნაკრებში ვხედავდი, როგორ მუშაობდა. კლუბში ერთად რომ მოვხვდით, ახლოდან გავიცანი. ძალიან პროფესიონალია, სულ სავარჯიშო დარბაზშია. ხანდახან აქვს ისეთი პერიოდები, როცა ვარჯიშის დროს შეიძლება ჩანდეს, რომ თითქოს არ შრომობს, მაგრამ ჩაკვე ძალიან მშრომელი ფეხბურთელია. ფეხბურთს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, ფეხბურთით ცხოვრობს, უბრალოდ დრო სჭირდება, რომ აღიდგინოს ძველი ფორმა, აუცილებლად დაბრუნდება ძველი ჩაკვე და უკვე თამაშიდან თამაშამდე ვატყობ, რომ პროგრესირებს. იმედი მაქვს, რომ მაღალ დონეზე ითამაშებს“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). ვილი სანიოლის გუნდს პირველი ადგილისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეც ჰყოფნის.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109205
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X