„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა, რომელმაც ფრანგულ კლუბში სადებიუტო მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.
როგორც გიონმა აღიშნა, დავითაშვილი გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც „ბორდოსთვის“ კარგი შენაძენი და შეტევაში მნიშვნელოვანი აქტივია.
„ძალიან მარტივი შესამჩნევია, რომ მას გამოცდილება აქვს. უკვე რამდენიმე სეზონია მაღალ დონეზე თამაშობს, საერთაშორისო მატჩებიც აქვს ჩატარებული. კარგად თუ დააკვირდით, თამაშის ბოლოს ფიზიკურად ცოტა დაიღალა, მაგრამ ფეხი არ აუკანკალდა. მან სწორი არჩევანი გააკეთა, იცოდა, რას აპირებდა და ეს შეტევაში ეფექტიანობას გვაძლევს. ვარჯიშზე უკვე ნანახი გვქონდა მისგან ასეთი თამაში, მაგრამ ის უპირველეს ყოვლისა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტეს გვმატებს. ვფიქრობ, რომ „ბორდოსთვის“ ძალიან კარგი შენაძენია. ყველაზე მეტად, რაც მასში მომეწონა, მის ხასიათზე მეტყველებს - არ დანებდა. ერთხელ ვერ გაიტანა, მეორედ ვერ გაიტანა, მაგრამ არ დანებდა, გააგრძელა გოლისთვის მუშაობა. მას შესანიშნავი მომენტი პირველ წუთებზეც ჰქონდა, როცა ბაპტისტ რეინემ საოცარი სეივი შეასრულა. ის არის ბიჭი, რომელიც ქმნის საგოლე მომენტებს და ჩვენთვის შეტევაში აქტივია“, - აღნიშნა გიონმა.
შეგახსენებთ, „ბორდომ“ „დიჟონი“ 2:1 დაამარცხა და ზურიკო დავითაშვილმა გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად გაიტანა.