ფეხბურთი

18:46 | 17.09.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ზურიკო დავითაშვილმა "ბორდოში" სადებიუტო მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ იდეალურად დაიწყო - სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა, თანაც გამარჯვების მომტანი.

ფრანგულმა კლუბმა „დიჟონს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, რაშიც ქართველი შემტევის უდიდესი წვლილია. დავითაშვილი ორი კვირაა ჟირონდელთა რიგებში ვარჯიშობს, მაგრამ აქამდე საფრანგეთში თამაშის უფლება არ ჰქონდა მიღებული, ეს პრობლემა მოგვარდა თუ არა, მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ის ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და 90 წუთიც ათამაშა.

ზურიკოს პირველივე ტაიმში შეეძლო გატანა, მაგრამ ჯერ მესამე წუთზე მისი სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია, ხოლო 35-ე წუთზე კარს ძალიან მცირე მანძილით ააცილა ბურთი. თუმცა, 87-წუთზე მაინც შეძლო თავის გამოჩენა, როცა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, შუაში შეიწია და ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1. სხვათა შორის, ზურიკო უმეტესად მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა და მხოლოდ რამდენიმე წუთით ითამაშა მარცხენა ფლანგზე.

„ბორდომ“ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, სტუმრად „ლავალს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:33 | 05.12.2019
ბაბუ პერესი (16691)

ამან ზიდანს ბურთი აუღო ფინალში სასწაული.ეგ რომ გასულიყო ეთამაშა კანავაროს მაგრად მერე)))))

15:39 | 05.12.2019
Sport With pleasure (4571)

ზუსტად ეს მმატებს ღირსებას მეტს იქაც ჩაყევი სადაც უჭირდა; ყველაფერი ოქროში ამოვლებულ&მოვარაყებული ბურთი ხომ არაა!!!

15:51 | 05.12.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

ჩემი აზრით სწორედ მაგიტომ უნდა მიეცათ "ბურთი", გარდა იმისა რომ სეზონიც დიდებული ჰქონდა.

14:50 | 05.12.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

მაშინაც ვერ ჩასწვდნენ ნიუანსის სიდიადეს, ისევე რიგორც წელს. 2006 - ბუფონი, 2019 - ვან დეიკი.

15:32 | 05.12.2019
Sport With pleasure (4571)

მე ზიზუს გადავცემდი! იმ არბიტრის კაბიან დედლებს რო დავატენე

15:34 | 05.12.2019
Sport With pleasure (4571)

.. არ იყო მსოფლიო ჩემპიონი ¿! რომ არ გაეგდოთ

15:14 | 05.12.2019
Javshana (3011)

ბუფონმა კარგად კი ითამაშა მარა კანავაროს სასწაულმა თამაშმა უფრო გადაფარა ბუფონის თამაშიც და არამარტო მისი, თამაშში კაცს ვერ სცდებოდნენ და ერთ თამაშში რამოდენიმე ჩაშლა ართმევას აკეთებდა, რამდენი ბურთები არ მივიდა ბუფონამდე თორე დავინახავდით რამდენს მოიგერიებდა :დ მასე ზიდანმაც მაგრად ითამაშა და იმასაც ეკუთვნოდა,

14:53 | 05.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

++++++++

0.070556