ჭიდაობა

22:50 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ დათუნაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა, სწორედ სერბეთის სახელით.

დათუნაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელი ჰანეს ვაგნერი (5:0), შვედი ალექს კესიდისი (4:1), უნგრელი დავიდ ლოსონჩი (4:3) და ფინალში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპან ბისულტანოვი 6:2 დაამარცხა.

დათუნაშვილი სერბეთის სახელით მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. გავიხსენოთ ისიც, რომ გასულ წელს მან ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს სახელით ვერცხლის მედალი ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა, ხოლო ორშაბათს ფინალში ლერი აბულაძე იჭიდავებს.

0.116754