ჭიდაობა

20:41 | 11.09.2022 | ნანახია 723 - ჯერ

ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ნუგზარ წურწუმიამ მოუტანა.

55 კგ წონით კატეგორიაში წურწუმიამ ემირატების წარმომადგენელი მოსტაფა სულთან ალქადე 10:0, უზბეკი იასურკებ ორტიკბოევი 5:2 და ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი 5:3 დაამარცხა, ხვალ კი ფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის შეხვდა, მაგრამ სუფთა მარცხი განიცადა, როცა პირველივე პერიოდში 0:8 ჩამორჩა და შეხვედრა აღარ გაგრძელებულა.

წურწუმიამ კარიერაში მეოთხე მედალი მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა ვერცხლი პირველად (1 ოქრო და 2 ბრინჯაო).

აქვე გეტყვით, რომ 12 სექტემბერს, ფინალში იჭიდავებს ლერი აბულაძე (63 კგ).


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:26 | 07.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ამ ბიჭს დიდი მომავალუ აქვს

00:25 | 07.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

სწრაფი დამარდი

00:25 | 07.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

მაგარი ბიჭია

10:04 | 31.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

მთავარია ტემპი არ დააგდოს და წარმატებას აუცილებლად მიახწევს

10:07 | 31.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ამაში მთავარი დისციპლინაც შედის

10:04 | 31.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ძაან მონდომებული ახალგაზრდაა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121107
სარეკლამო ადგილი - 99
X x X