„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გულის შეტევის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა.
42 წლის სპეციალისტს გულზე ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, მას ინფარქტი გუშინ მოუვიდა. ჭიაბრიშვილი „დინამო თბილისში“ მიმდინარე წელს დაინიშნა და მის გუნდს ეროვნულ ლიგაში 5-მატჩიანი მოგებების სერია აქვს.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация